ცხენი



ცხენი

1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014...



      ცხენის წელში დაბადებული ადამიანები, როგორც წესი ყურადღებას თავისი იმიჯით და სოლიდური გარეგნობით იქცევენ. ცხენები კომუნიკაბელური, მოძრავი და დინამიური პიროვნებები არიან. უყვართ სანახაობა, თეატრი, კონცერტი, სპორტული შეჯიბრები, მოკლედ ყველაფერი, სადაც ხალხია. ეს ადამიანები, განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ქათინაურების და პირფერობის მიმართ. თუ მისი კეთილგანწყობის მოპოვება გინდათ, უთხარით მას თუნდაც უმნიშვნელო კომპლიმენტი და იგი უმალ გამოგარჩევთ თავის მრავალრიცხოვან სამეგობროში. ცხენი მხიარულია, ენაჭარტალა და ცნობისმოყვარე. იგი ადვილად იხვეჭს პოპულარობას საზოგადოებაში საკუთარი უშუალო ხასიათის გამო. ამ ადამიანს შეუძლია საგრძნობ წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკურ ან დიპლომატიურ სარბიელზე. რაც მას დიდ კმაყოფილებას მოჰგვრის. ცხენები ბრწყინვალე ორატორები არიან და ადვილად ახერხებენ საოციუმის იმპულსები უშეცდომოდ დაიჭირონ, ამიტომ მისგან არანაკლებ წარმატებით შეიძლება დადგეს ჟურნალისტი ან ადვოკატი. ცხენის გონება ადვილად აღიქვამს ადამიანთა ნააზრევს, აქვს კრეატიული, გამომგონებლური ჭკუა, ეს კი საშუალებას აძლევს, ნებისმიერი სახის გონებრივ სამუშაოს შეეჭიდოს. ტემპერამენტიანი და ფეთქებადი ცხენი, კონფლიქტურ სიტუაციაში ადვილად გამოდის წყობიდან, თუმცა მისი რისხვა როგორც წესი ხანმოკლეა და არის მასში რაღაც თეატრალური. დასახული მიზნის მისაღწევად, ბევრი ცხენი ხშირად არაკეთილსინდისიერი მეთოდებით თამაშსაც არ ერიდება, თუმცა მიუხედავად გამოკვეთილი ეგოიზმისა, ცხენებს ძალზე ხშირად უყვართ სხვების ცხოვრებაში ჩარევა და რჩევა-დარიგებების მიცემა. თუმცა თავად, სხვის აზრს იშვიათად ითვალისწინებენ და ყოველთვის ურჩევნიათ საკუთარი შეხედულებისამებრ მოიქცნენ. უზომო სიყვარული დამოუკიდებლობისადმი, ხშირად ბევრ ცხენს აიძულებს, ადრეულ ასაკში მიატოვოს მშობლიური სახლი და ზრდასრული ცხოვრების პერიპეტიებში ნაადრევად გაერკვეს. თუმცა მისი ამგვარი საქციელი ყოველთვის გამართლებულია, რადგან ამ ადამიანს გარემო ძალზე ხშირად უშლის ხელს საკუთარი შესაძლებლობების და ნიჭის მაქსიმალურ რეალიზაციაში. აქვთ ლიდერული თვისებები, კარგი ფინანსური ალღო და პრინციპული ხასიათი, აქედან გამომდინარე მათთვის წაგება იშვიათი მოვლენაა


მორიელი ცხენი - ამ ადამიანს საკუთარი კანონები გააჩნია და ამ კანონებით ხელმძღვანელობს ცხოვრებაში. იგი ვერ იტანს ვინმეს მხრიდან მისი თავისუფლების შეზღუდვას და არასოდეს ემორჩილება გარშემომყოფთა ზეგავლენას. მორიელის გავლენის გამო, განსხვავებით სხვა ცხენებისა მას ხალხმრავალ საზოგადოებაში ყოფნას, მარტოობაში დასვენება ურჩევნია. ცხენი-მორიელი იშვიათად იცვლის აზრს და თუ მაინც იცვლის, საამისოდ მას ძალიან მყარი არგუმენტები ესაჭიროება.



ცხენიაღმოსავლური კალენდარი

     ცხენი კარგად წარმოგვიდგება: მას აქვს მშვენიერი ტანადობა, უყვარს სანახაობა, თეატრი, კონცერტი, სპორტული შეჯიბრი, მოკლედ, ყველაფერი, სადაც ხალხია. ცხენს უყვარს ქათინაურები, იგი მხიარულია, ენაჭარტალა და პოპულარულიც არის. შეუძლია საგრძნობ წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკაში. რაც მას დიდ კმაყოფილებას მოჰგვრის. ბრწყინვალე ორატორია და ადვილად ეხერხება მართოს ხალხი. მისი გონება უფრო ადრე აღიქვამს ადამიანთა ნააზრევს, ვიდრე ისინი გამოთქვამენ. ეს აძლევს საშუალებას განსაზღვროს, უარყოს ან მოიწონოს აზრი.
     ფიზიკურ შრომაში უფრო მოხერხებულია და გონებრივში, სინამდვილეში მან ეს კარგად იცის; მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს დამაჯერებელი გარეგნობა, არ ენდობა თავის თავს. ეს მისი სისუსტეა. ცხენი ცხელსისხლიანია (აქედან არის გამოთქმა ცხენის სიფიცხე”). იგი ადვილად გამოდის წონასწორობიდან და ამიტომ ხშირად კარგავს მიღწეულს. ვინც ერთხელ მაინც იყო მისი რისხვის მოწმე, არასოდეს ენდობა, რამეთუ მის რისხვაში არის რაღაც ინფანტილური; იმისათვის, რომ მიაღწიოს წარმატებას, მან უნდა ჩაახშოს თავის თავში ეს თვისება.
     ცხენი ეგოისტია. იგი სინდისის ქენჯნის გარეშე გადათელავს ყველას, ვინც აღუდგება. ხშირად საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული, მაშინაც კი, როცა სხვის საქმეებში ერევა.                    ბუნებით ცხენი ძალზე დამოუკიდებელია. იგი არ ღებულობს რჩევას და იქცევა ისე, როგორც მოისურვებს. კარგი იქნებოდა თუ ახალგაზრდობაში მიატოვებდა მშობლიურ სახლს, რათა ეცხოვრა თავისი ცხოვრებით. უფრო სწორედ, ამას სიამოვნებით გააკეთებს, რადგან გარემო ძალიან ზღუდავს მას.
     უნდა ითქვას, რომ ეს დამოკიდებულება გამართლებულია მისი ყოფნის ფაქტით, სხვანაირად ყველაფერი დაიმსხვრევა, როგორც ხუხულა, თუმც ეს ოგოისტი მუშაობს თავისთვის და საკუთარი წარმატებებისათვის, მისი შრომის ნაყოფით სარგებლობს ყველა. ცხენი კარგი ფინასისტია. მას შეუძლია ჰქონდეს ნებისმიერი სპეციალობა, რომელიც არ მოითხოვს სიმარტოვეს ან მოვლენათა ჭეშმარიტი არსის განჭვრეტას. ყოველთვის აქვს მოთხოვნილება, იყოს პატივისმცემელთა გარემოცვაში და ისმენდეს ქათიანურებს მისი მისამართით.
     მისი ცხოვრება არის განსაკუთრებული, მოულოდნელობით სავსე. ის თავის თავში ატარებს ნიჭსიყოს პოპულარული, ეს შეიძლება გამოიხატოს სიკეთით ან ბოროტებით.

























No comments:

Post a Comment