მორიელი




 მორიელი (24 ოქტომბერი -22 ნოემბერი)


მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს თანდაყოლილი სიმამაცე, პრინციპულობა, ამტანობა და გარშემომყოფებით გასაოცარი მანიპულაციის უნარი გააჩნიათ. ნებისმიერი ადამიანის დაბადებას, რომელიც 24 ოქტომბრიდან 22 ნოემბრის შუალედში ევლინება ქვეყანას, როგორც წესი, ოჯახსა და სანათესაოში ვინმეს გარდაცვალება უსწრებს წინ. ასტროლოგების აზრით მორიელში, არაერთი, არამედ ერთბაშად ორი ადამიანის სასიცოცხლო ენერგიაა თავმოყრილი, სწორედ ამით აიხსნება ალბათ, ის ფატალური მოვლენები, რაც მათ დაბადებას უძღვის წინ. მორიელების უმრავლესობისთვის დამახასიათებელი თვისებაა წარბშეუხრელად, თავისებური გულგრილობითაც კი შეხვდეს განსაცდელს. სწორედ ამ თვისების გამო იმსახურებენ ისინი, გარშემომყოფთა მხრიდან მოწიწებას და პატივისცემას. თუმცა უნარი შეურაცხყოფის ან წყენის (თუნდაც გაუცნობიერებლად) მიმყენებელს, წლობით დაგეგმილი შურისძიებით გადაუხადონ სამაგიერო, მორიელს მეგობრებთან ერთად, მტრების რაოდენობასაც უმრავლებს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს უნარი აქვს, ნებისმიერ ცხოვრებისეულ სირთულეს, ზედმეტი პანიკის ან აჟიოტაჟის გარეშე შეხვდეს და გაუმკლავდეს. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების დაშინება ან დატერორება, როგორც წესი, შეუძლებელი რამაა. ასტროლოგთა აზრით, მორიელები რამოდენიმე კატეგორიად იყოფიან. მათ შორის ოთხი სახის ინდვიდი გვხვდება. პირველს ასტროლოგების ენაზე, ნაცრისფერი ხვლიკებიჰქვიათ, ამ ადამიანებს ყველა ის თვისება გააჩნიათ რაც ზოგადად მორიელს. თუმცა, მათ არ გააჩნიათ გამოკვეთილი სიმამაცე, რის გამოც, ყოველთვის ურჩევნიათ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა შემოვლითი გზებით და ზურგში დარტყმის მიყენებით მოიგონ. მეორე ტიპი ტარანტულია- ამ ინდივიდს, შედარებით მეტი გამბედაობა გააჩნია საიმისოდ,რომ მოწინააღმდეგეს ღიად დაუპირისპირდეს, თუმცა როგორც წესი, ისინი ამას მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როცა სასურველი შურისძიების გეგმა, უკვე სისრულეში აქვთ მოყვანილი. მესამე ტიპი არწივია - მათ რიგში, მაღალგანვითარებული, ინტელექტუალური და სულიერად გაწონასწორებული მორიელები შედიან. ამ ადამიანებს მოწინააღმდეგის მიმართ, ღია გამოწვევა ახასიათებთ და სანამ ამ უკანასკნელს არ გაანადგურებენ, არ ანებებენ თავს. აი მეოთხე ტიპის ინდივიდები ძალზე იშვიათად გვხვდებიან და ყველაზე დიდად ფასობენ მორიელთა შორის. მორიელის განვითარების ამ უმაღლეს ტიპს - მტრედიეწოდება. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც საკუთარ, ბანალურ შურისმაძიებლურ ბუნებაზე მაღლა დადგომა ისწავლეს ცხოვრებაში და თავდაცვის იარაღადაც კი სიკეთეს იყენებენ. მტრედის საუკეთესო მაგალითია ცნობილი ქართველი მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეოთხე კატეგორიის მორიელები, რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ იშვიათად გვხვდებიან, რადგან ბევრს არ ხელეწიფება სულიერი განვითარების ასეთ მაღალ დონეზე ასვლა. მორიელი ორი უძლიერესი პლანეტის პლუტონისა და მარსის მმართველობის ქვეშაა. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებში შესაშური ბრძოლისუნარიანობა (მარსი) და დამანგრეველი ენერგია (პლუტონი) ერწყმის ერთმანეთს. თუმცა მარსით მართული კიდევ ერთი ზოდიაქოს ნიშნის, ვერძისგან განსხვავებით, მორიელის საბრძოლო სტრატეგია, ყოველთვის დეტალურ გათვლებს ეფუძნება, ვიდრე იმპულსურ ქმედებებს. პლუტონის გავლენით კი, ამ ადამიანებს ნგრევის გამოწვევა, არამარტო სხვებში, საკუთარ თავშიც ანალოგიური წარმატებით შეუძლიათ. ორივე სქესის მორიელებს უარყოფითი თვისება, წყენა ხანგრძლივი დროით ატარონ გულით, მანამ სანამ შურისძიების ობიექტს სამაგიეროს არ გადაუხდიან, ხშირად უქმნის პრობლემას ჯანმრთელობის კუთხით. თუმცა გასაოცარი რეგენერაციის უანრის გამო, მათი უმრავლესობა ხშირად უმკლავდება ნებისმიერი სირთულის დაავადებას და ახერხებს ფეხზე დადგეს, მაშინაც კი როცა სხვები იღუპებიან.



              სად დავასაქმოთ მორიელი

            აი, რაც შეეხება მორიელს და მისთვის შესაფერის პროფესიას, ამ მხრივ საქმე ცოტა რთულადაა, რადგან მორიელებს შორის სხვადასხვა ტიპის ადამიანი გვხვდება. თუმცა, რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოს მორიელმა, მისთვის უმთავრესი მიზანი ნებისმიერ სფეროში მოღვაწეობისას მაქსიმალური წარმატების მიღწევა და მმართველი პოზიციის დაკავება იქნება. მორიელი მაქსიმალისტური დამოკიდებულებით  გამოირჩევა ყველაფერში. ამასთან ერთად, მას ორი უძლიერესი პლანეტაპლუტონი (გარდასახვა, ტრანსფორმაცია) და მარსი (ნგრევა, აგრესია) მართავს. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სამოღვაწეო სფერო შესაძლოა სამხედრო საქმე, პოლიტიკა ან სპორტული სარბიელიც იყოს.



მორიელი - ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს ყველაზე მეტად შეეფერება ის პროფესიები, რომლებიც საიდუმლოს ამოხსნასთან არის დაკავშირებული - ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, მეცნიერი, გრაფოლოგი, გენეტიკოსი, ასტროლოგი, კრიმინალისტი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი.

მორიელმა მალაქიტის ან მწვანე მინის ბაყაყის ფიგურა უნდა ატაროს. ძველ ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ ბაყაყი ყველა ადამიანის მფარველი იყო, განსაკუთრებით კი ქალების.

    ------   მტკიცე ნებისყოფის, გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონენი - ეს მორიელები არიან. ისინი ძალიან დამოუკიდებლები არიან, არ საჭიროებენ სხვის შეფასებასა და არად დაგიდევენ გარშემომყოფების აზრს. ისინი ყოველთვის თავად იღებენ გადაწყვეტილებას, ირჩევენ საკუთარი ცხოვრების გზას.      ამიტომაც მათთვის პრობლემა არ არის დაიცვან საკუთარი პოზიცია - სიმართლის დასამტკიცებლად მზად არიან, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლონ.





როგორ მივაღწიოთ დაწინაურებას მორიელთან?

მორიელი - ძლიერი ხელმძღვანელია. ამიტომაც მისი დაქვემდებარების ქვეშ მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს მუშაობა, თუ თქვენ მთლიანად იზიარებთ მის აზრსა და პოზიციას. თუ შეფსა და თქვენს შორის განსხვავებული აზრი ჩამოყალიბდა, დაწინაურებაზე არც კი იოცნებოთ.

მორიელებისთვის მთავარია, კოლექტივი შეკრული იყოს და ერთი მიზნისკენ ერთი აზრით მიდიოდნენ. თუ გსურთ, რომ კარიერაში წინსვლას მიაღწიოთ, უნდა იმოქმედოთ მხოლოდ ფირმის ინტერესებიდან გამომდინარე
.


მორიელი - ქალი ძლიერია, მას შეუძლია რთულ სიტუაციაში გვერდით დგომა. ბუნებით დამოუკიდებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთგული და თავდადებული, შეუძლია დაიცვას საკუთარი სიყვარული და ბედნიერება.
       იგი წარმატებულად ართმევს თავს ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმეს. მისი მინუსი ის არის, რომ აბსოლუტურად მესაკუთრეა.




მორიელირისკისკენ მიდრეკილი მორიელი ყოველთვის ინტერესდება, თუ რა მაქსიმალური სიჩქარის განვითარება შეუძლია მის ავტომობილს. მისი სტიქიაა ფართო, გაშლილი გამზირები. შესაფერისი მარკებია: BMW, Mercedes, Cadillac BLS, Honda Legend, Honda Jazz, Lexus, Оpel.

მორიელისთვის - სასარგებლოა ნებისმიერი ზღვის პროდუქტი. განსაკუთრებით წითელი თევზი. რეკომენდებულია გრეიფრუტი, საზამთრო, გოგრა. ბოსტნეულიდან სასარგებლოა სტაფილო, ხახვი, პარკოსნები, ტკბილი წიწაკა, ბოლოკი, ნიორი. სასმელებიდან - შამპანური და ნებისმიერი ღვინო. უმჯობესია, თუ ნაბახუსევს აუზით "იმკურნალებს". საერთოდ, მორიელებისთვის სასარგებლოა დიდი ფიზიკური დატვირთვის მქონე სპორტის სახეობები.
  მორიელებს გამდიდრების (ბიზნესის აწყობის) შანსი ნამდვილად აქვს. წარმატებას აღწევს საბანკო-საფინანსო საქმიანობასა და სადაზღვევო ბიზნესში. ბიზნესსაქმიანობისათვის წარმატებული თვეებია: ივლისი, მარტი და ნოემბერი.


მორიელის -  ბუნებას ყველაზე მეტად აფრიკაში, მაროკოში,  ლივერპული, ტოკიო, ნიუ-ორლეანი, ვაშინგტონი, ჟენევა და ტუნისში გამგზავრება მოუხდება. 

მორიელი ყველას აკრიტიკებს, არაფერი მოსწონს. თავად კი ყველაზე რთულ სამუშაოსაც კი იდეალურად ასრულებს. ბინაში მისი მოსასვენებელი ადგილი სააბაზანოა. ამიტომ, მას მაქსიმალურად კომფორტულად მოაწყობს. 





*მორიელი*




*ენერგია*: ინ  
*სტიქია*: წყალი  
*მოდალობა*: ფიქსირებული 
*ზონა*: გაფორმება
*მმართველი პლანეტა*: პლუტონი, მარსი    
*ეგზალტაცია*: ურანი
*დაცემა*: მთვარე   
*ტყვეობა*: ვენერა
*ტემპერამენტი*: ფლეგმატიკური
*არქეტიპი*: მაგი, შამანი  
*ჩრდილი*: ვამპირი
*ლეიტმოტივი*: სიღრმეებში შეღწევა
*მისწრაფებების მიზანი*: სტაბილურობის მიღწევა, ძალაუფლება
*ცხოვრებისეული ამოცანა*: გახდეს ჭეშმარიტი, დამოუკიდებელი მკურნალი.
*საშიშროება*: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.
*დევიზი*: მე სიღრმეებში ჩავდივარ! ”მე დაუოკებელი სურვილი გამაჩნია.”
*უმთავრესი თეზისები*: მორიელი - სიღრმეების და უკიდურესობების ნიშანია.
მას არაფერი არ აინტერესებს, რაც ზედაპირული და უმარტივესია. მისი სამყარო
- კულისებში ცხოვრებაა. მორიელში არის რაღაცფაუსტისებური”, იგი იკვლევს დაფარულს, იდუმალებით მოცულს, ყველაფერს რაც განდევნილია ცნობიერებიდან,რასაც საზოგადოებამ ტაბუ დაადო. მორიელის გრძნობების სპექტრი უკიდურესობებისგან შედგება. ნახევარტონებს იგი არ ცნობს. ასეთ ადამიანებს გააჩნია შინაგანი სიძლიერე, რომელიც საშუალებას აძლევს სხვები განკურნოს და გადაარჩინოს, თუმცა მორიელმა ეს ძალა შეიძლება ბოროტადაც გამოიყენოსნგრევაზე და ადამიანების დამორჩილებაზე. ამიტომ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს ის, თუ როგორ იყენებს მორიელი ამ შინაგან ძალას.
*ქმედებები*:
*ძლიერი მხარე*: _აკრძალვების დამრღვევი, შეურიგებელი_. არ აღიარებს
დამპალკომპრომისებს. ხშირად სამაგალითოა ბევრისთვის. ხელმძღვანელობს
უშეცდომო და უმოწყალო ინსტინქტს, ჭრილობებს მარილს აყრის, რითაც მათ
განკურნებას უწყობს ხელს. ამტანი, მომთმენი, ნებისყოფიანი, შეუძლია ხალხის
პროვოცირება, რის გამოც ხშირად ადამიანები თავს დისკომფორტულად გრძნობენ
მორიელის გვერდით.
*პრობლემატიკა: *_დამანგრეველი_. ყველაფერს აკეთებს საკუთარი ძალაუფლების გასაძლიერებლად. ტირანი, მიდრეკილი ნგრევისკენ და თვითგანადგურებისკენ.
*აზროვნება*:
*ძლიერი მხარე*: _გამომძიებელი_. მორიელს ძალიან უყვარს სხვისი
საიდუმლოებების და დაფარული საქმეების გამომჟღავნება, გამოცნობა,
ამასთანავე სულაც არ ადარდებს ამასთან დაკავშირებული რისკის ფაქტორი.
სიღრმისეული ანალიტიკოსი. საქმის არსს წვდება და ბოლომდე მიდის, სანამ
ჭეშმარიტებას არ მიაღწევს. მზადაა ილაპარაკოს ყველაფერზე, განსაკუთრებით
იმაზე, რაზეც სხვები სდუმან.
*პრობლემატიკა*: _შხამიანი_. ცინიკური, ფანატიკური, იკბინება და თავი
ყოველთვის მართალი ჰგონია. სასურველს ასაღებს რეალობად, ხშირად აკვიატებული
იდეები აწუხებს.
*გრძნობები*:
*ძლიერი მხარე: *_ძლიერი პიროვნება_. უდიდესი შინაგანი ძალა, რომელიც
სხვებს იმორჩილებს. ძლიერი გრძნობები, დამორჩილების უნარით
გაჟღენთილი. სულის არქაული და ბნელი ძალების მობილიზების უნარი.
*პრობლემატიკა: *_ვამპირი_. ვერ უძლებს თავისი შინაგანი ძალების ცდუნებას,
რომელიც სხვებს ართმევს ძალებს და საკუთარ ძალაუფლებას უმორჩილებს. მორიელი ავადმყოფურად ეჭვიანი ნიშანიაიგი სასტიკი შურისმაძიებელია,
სისხლისმსმელი, რომელიც მზადაა სადისტურად დაანგრიოს ყველა და ყველაფერი მის გარშემო. არ შეუძლია თავისი ემოციური უკიდურესობების დაძლევა.



      რა მოსწონს და რა არ მოსწონს მორიელს

*მორიელი (მზე მორიელში)*

*სიტყვა-გასაღები:* _დაძაბულობა_

*მოსწონს: *

  * როდესაც არ ერევიან მის პირად საქმეებში
  * თავს უფლებას აძლევს იყოს სუსტი, როდესაც ვერავინ ამჩნევს ამას.
  * ოკულტური მეცნიერებების შესწავლა.
  * მკაცრი სტილის ტანსაცმლის ტარება, უპირატესად შავი ან მუქი წითელი.
  * ადამიანების შოკირება თავისი სახიათის უკიდურესობების გამოვლენით.
  * როდესაც აქვს**სიღრმისეული დაბნელისაიდუმლოებები, რომლებსაც იცავს და ინახავს ყველასგან.


*არ მოსწონს:*

  * როდესაც აკრიტიკებენ  გულჩათხრობილობის გამო.
  * როდესაც მშობლები მის სიმშვიდეს არღვევენ.
  * როდესაც აბრალებენ შეპყრობილობას ან სხვების დამონებას.
  * როდესაც დასცინიან.
  * როდესაც აიძულებენ სცხვენოდეს საკუთარი განცდების და შეგრძნებების .





           მთვარე მორიელში

             მე ვთავისუფლდები ბრაზისგან, რომელიც ავსებს ჩემს სულს. მე ვშორდები ჩემს წყენებს, fფიქრებს იმედგაცრუებებზე და დანაკარგებზე. მე ვიცი და ვგრძნობ რომ მე შემიძლია ჩემი ცხოვრების შეცვლა. ჩემი სული ღიაა ჭეშმარიტი მკურნალის გამოცდილებისთვის. მე აღორძინების პროცესში ვარ როგორც ფენიქსი.




      მარსი მორიელში

*მარსი მორიელში - *_ ძალიან საყვარელი_

*ძლიერი მხარე: *_გამარჯვებული_. შეუძლია კოლოსალური სულიერი ძალების
კონცენტრირება დასახული მიზნების განხორციელებაზე. პატივმოყვარე, ამტანი,
თანმიმდევრული და მიზანდასახული. მოთმინების დიდი უნარის მქონე.

*პრობლემატიკა*: _დამანგრეველი_. იძენს და აძლიერებს  ძალაუფლებას
ადამიანებზე - გათვლილი და გულგრილი მანიპულირების უნარის მეშვეობით.
სხვების გამოყენებისთვის წამსვლელია შანტაჟზეც. თუ მოჰკიდა ხელი საქმეს,
თავს არ ანებებს იქამდე, სანამ ამა თუ იმ შედეგს არ მიიღებს. გაბრაზებისას
მოქმედებს დამანგრეველად, როგორც სხვებისთვის ასევე საკუთარი თავისთვისაც.

*ტიპი*:  _მომხიბვლელისაიდუმლოებით მოცული - მიუვალი, არაპროგნოზირებადი,  მონადირე, ლიდერი, კარგი მმართველი, ხშირად ძალიან
სახიფათო ადამიანია. მას ემსახურებიან და ემორჩილებიან, რადგანაც ის
სრულიად იპყრობს სხვების აზროვნებას, უქმნის დამოკიდებულებას მასზე*.*
*ჩრდილი*: _სადისტი_, _ყასაბი_.

*გადაწყვეტილებების განხორციელება*: მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს
ემოციურად, მაგრამ ახორციელებს მათ გათვლილად და თანმიმდევრულად, მათ შორის
უკიდურეს ზომებსაც.

*აგრესია:* ავლენს შეუმჩნევლად, მაგრამ წინასწარი გათვლებით, ცდილობს რაც
შეიძლება უფრო ღრმა ტკივილი მიაყენოს მისი აგრესიის მსხვერპლს.
გულღვარძლიანი და ელოდება საჭირო მომენტს, თუმცა ხანდახან აფექტის
მდგომარეობაში უჭირს ბრაზის მართვა. შეუძლია ძალიან ოსტატურად დასცინოს
ადამიანს.

*ენერგიისგან დაცლის გზები*: დანების სროლა, მშვილდოსნობა, ცურვა, წყალქვეშა
ნადირობა,

*როგორ იბრძვის*: საფიხათო მოწინაამღდეგეა, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის, ამ
დროს ყველანაირ მეთოდს იყენებს, მათ შორის სულმდაბლობაზე და ღალატზეა
წამსვლელი. ისვრის მოწამლული ისრებით, რომლებიც ტკივილს და ხანგრძლივ
ტანჯვას აყენებს მსხვერპლს.
                         
*********************************************************************************

24 ოქტმობერი - 21 ნოემბერიზოდიაქოს 8 ნიშანიწყლის 2 ნიშანი 3 მუდმივი ნიშანი.
მმართველი პლანეტები მარსი და პლუტონი.
ბედნიერი რიცხვი: 9 და ყველა, რაც ცხრაზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლოები: მორიელი და არწივი.
ასტროლოგიური ფერები: წითელი, ალისფერი, ჟოლოსფერი და ყველა ცეცხლოვანი ფერი.
ასტროლოგიური თვლები: ტოპაზი და მთვარის ბროლი.
ღრიანკალი განაგებს ჰოროსკოპის მე-8 სახლს.


     ღრიანკლის (მორიელის) პიროვნება ანტაგონისტურ ძალთა ცვალებადი შეთავსებაა. სული და ხორცი გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს და ამიტომ ღრიანკალი ზოგჯერ ნამდვილ ავსულად გვეჩვენება, ზოგჯერ კი, მოულოდნელად, წმინდანად, დიახ ღვთაებადაც კი! ეს იმიტომ, რომ ღრიანკალი უხვად არის დაჯილდოებული ზეციურ მფარველთაგან. ეს ხალხი მძლავრი ნებისყოფითაა აღჭურვილი, იმდენად ძლიერით, რომ მათი აგრესიულობა ბევრ მტერს უჩენს წარმატებისაკენ მიმავალ გზას. ღრიანკალი კი წარმატებისათვის უფრო მეტი ენერგიით იბრძვის, ვიდრე დანარჩენი ნიშნები ერთად აღებული. თუმცა ყველა ღრიანკალი წარმატებისაკენ მიისწრაფვის, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი ახერხებს ამას. ამიტონ რომ, სანამ გამარჯვების დაფნას დაიდგამდეს, სანამ სულიერ სიმშვიდეს, ჰარმონიას, მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწევდეს, ღრიანკალმა საკუთარ თავთან ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს.
ღრიანკალი ძალიან ემოციურია. ღრიანკალის ორი ტიპი არსებობს: ერთი დაბალი, განუვითარებელი ტიპი, მისი სიმბოლო მორიელია; და განვითარებული, დასრულებული, სულიერი ტიპი, რომლის სიმბოლო ფრთაგაშლილი არწივია. ძნელად იპოვით საშუალოს ამ ორი უკიდურესობას შორის. ისინი ამ ქვეყნად თითქმის ყველაფრის ანალიზისა და ყოველი საქმის არსის წვდომის ზებუნებრივი ნიჭით არიან დაჯილდოებულნი.
     რადგანაც ღრიანკალი პირველია ოთხ მუდმივ ნიშანთაგან, იგი ყოველ საქმეში ჯიუტად ცდილობს მის საბოლოოდ გაგებას და შეთვისებას. სინამდვილეში ესაა ღრიანკალის ხასიათის ერთერთი თვისება ბრძოლა ბოლომდე, შედეგების მიუხედავად. იგი შემდეგომშიც ბოლომდე უნდა გაჰყვეს  ამ გზას ყველა დაწყებული საქმე დაამთავროს.
მარსით მართული სხვა ნიშნისაგან ვერძსაგან განსხვავებით, რომლის სიმბოლური გამომხატველი ახალგაზრდა, გამოუცდელი ჯარისკაცია, ღრიანკალის მარსი ხანშიშესული, ბრძენი გენერალია, რომელიც ბრძოლაშ თავისი სურვეილით კი არ ერთვება, არამედ მოვალოების გამო. და რა თქმა უნდა ღიანკალი თავის ცხოვრებას შინაგან მესთან და გარე სამყაროსთან ბრძოლაში მიიჩნევს, რადგანაც ძალიან ხშირად მას ვერვაინ უგებს. ეს შემთხვევითი არ არის, რადგანაც ღრიანკალს არ ეხერხება თავის გამოხატვა. იგი სიტყვაძვირია, თავნება, გარდა ამისა, ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა უყვარს. მას თავის მიზნების მიღწევა უნდა ისე, რომ სხვას არაფერი გაანდოს, რადგანაც არავინ იცის ვინ როგორ გაიგებს მის განზრახვას.


მორიელი ნიშნები

    მორიელთან საუბრისას მაქსიმალურად ყურადღებით იყავით, რადგან ის ყოველთვის გრძნობს მოჩვენებითობას და სიყალბეს. ძალიან ცნობისმოყვარეა და ხშირად ჩაგერთვებათ საუბარში შეკითხვით – „როგორ?“ ანრატომ?“ თუ შეამჩნია, რომ ვერაფერს პასუხობთ ან იბნევით ჩათვლის, რომ მათ ატყუებთ და სამომავლოდ მის თვალში მოსაწყენი და ფლიდი ადამიანის სახელს დაიმკვიდრებთ.

    მორიელი წყლის სტიქიის ნიშანია. მას წყალი განსაკუთრებით იზიდავს და ხშირად მისდევს სპორტს, რომელიც წყალთან არის კავშირში.

    მორიელებს იზიდავთ ხმაურიანი წვეულებები და შეკრებები, საქველმოქმედო ღონისძიებებიძირითადად, ცდილობენ წარმატებული ადამიანების წრეში ყოფნას.

    შეეცადეთ, არ შეეწინააღმდეგოთ ამ ნიშნის წარმომადგენლებს და თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ მორიელებთან პაექრობაში ჩართვას, იყავით მაქსიმალურად ფრთხილნი და ზრდილობიანი. ამ ნიშნის ადამიანები ძირითადად სერიოზულნი არიან და თავს იკავებენ ხუმრობისგან, ხშირად ყველასთვის სასაცილო თემაზეც კი არ ეცინებათ.



    მორიელების უმრავლესობა ასტროლოგიით არის გატაცებული, ის მცირე ნაწილიც კი, რომელიც ამ სფეროში ვერ ერკვევა აუცილებლად სიამოვნებით მოგისმენთ და ჩაერთვება საუბარში თუ თემა აქამდე მიგიყვანთ.





მორიელი 
- არის კრეატიული, საყვარელი, სასიამოვნო, დაუნდობელი და მკაცრი, ერთგული და პირდაპირი. აქვს ჰოლივუდის გარეგნობა და მძიმე ხასიათი.  უყვარს ყურადღება, ძალიან ღრმა გრძნობები აქვს, ლამაზია ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც, სისტემურია, უყვარს ოცნება, უყვარს ლიტერატურა და ხელოვნება, აგრეთვე მოგზაურობა. არ უყვარს სახლში მარტო ყოფნა, ძნელად უყვარდება ადამიანი, დიდი სულის პატრონია. ამასთანავრ არის მშვიდი და გაწონასწორებული.  უყვარს ადამიანების მართვა.  მნიშვნელობა არ აქვს რას ეტყვით, იგი გააკეთებს იმას, რაც მას სურს.
     მისი პლიუსები:
+ აქტიური
+ ყველაფრიდან სარგებელს ნახულობს
+ პასუხისმგებლიანი და მიზანდასახული
+ ერთული და საიმედო მეგობარი
+ იდუმალი
ყოველთვის ყველაფერზე გააჩნია საკუთარი აზრი
     მისი მინუსები:
-         ძალიან ეჩვიანი
-         მესაკუთრე
-         ეგოისტი
-         ცოტათი დეპრესიული
-         გულღვარძლიანი

მორიელი : ფიქრი...... სიტყვა...... საქციელი
ფიქრობს - ყურადღებით
ლაპარაკობს - ზუსტად
იქცევა -  ისე, როგორც სურს



       მორიელებისთვის კარგია ისეთი ქოთნის ყვავილები, რომლებიც სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევიან, მაგალითად: ალოე, კალანჰოე, ბალბა. ისინი თქვენს ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას მოახდენენ, ენერგიულად გაგაძლიერებენ, დაგეხმარებიან რთულ სიტუაციაში საღად აზროვნებაში; დაგიცავენ შეცდომების დაშვებისგან, მოიზიდავენ ფინანსებს და კარიერულ წინსვლაში.

    ამ ნიშნის ხალხი სულიერად ყველთვის ერთგულია, ეს რჩეულ მეგობრობაზეც ვრცელდება, რომელთა რიცხვი დიდი როდია, მაგრამ მათგანაც სამაგიეროდ ასეთივე ერთულებას მოითხოვს. თავის სახლში ღრიანკალიდამცველ ატმოსფეროს" ქმნის, თითქოს მარსის გენერლები მთელი ქვეყნიერებისაგან იცავენ ციხე-სიმაგრეს. ღრიანკალი ოჯახში შემომტანია, საქმეში მეტად ჭკვიანი. ამ ნიშნის ქალები ხშირად ხელმძღვანელ პოსტებს იჭრენ. ღრიანკალი საუკეთესო მშბელია, თუმც რამდენადმე მკაცრი და მომთხოვნი. ღრიანკალი დაუღალავად იშრომებს თავის კოლეგებთან ერთად ნებისმიერ სამუშაოზე, იგი საერთოდ, ძალიან პუნქტუალურია



მორიელი - მოსწონს ყველაფერი უჩვეულო, ექსტრავაგანტური, ნათელი ფერები, უჩვეულო დიზაინი. მის სახლში შეიძლება შეხვდეთ ძველებურ ავეჯს, უნიკალურ ნახატებს, ქანდაკებებსა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ სუვენირებს. მაგრამ ყველაფერს ქაოსურად კი არ მიაწყობს, ყველა ნივთს კონკრეტიულ ადგილს მიუჩენს. აგრეთვე არ გამორჩება აბრეშუმის ბალიშები და ხავერდის ფარდები. მიუხედავად იმისა, რომ მორიელი მეტად იმპულსური ნიშანია, ინტერიერში მშვიდ ფერებს აირჩევს. მას აუცილებლად დასჭირდება და მოიწყობს კიდეც ბინაში კუთხეს, სადაც დასვენებას შეძლებს. არა მარტო ფიზიკურად, მენტალურადაც. ეს ადგილი შეიძლება იყოს ფანჯარასთან ან სულაც სახურავზე. აი საძინებელში შეხედვის უფლებას კი ყველას არ მისცემს. აქ მორიელი სქელ, გაუმჭვირვალე ფარდებს ჩამოაფარებს. კომფორტულ და ნატურალური მასალისგან დამზადებულ საწოლს, ორთოპედიული ლეიბით, აირჩევს. მისაღებში კი აუცილებლად ექნება აკვარიუმი, ფოტო ზღვის ხედით. მაგიდის ცენტრში კი ხილით სავსე ვაზა. და ყველა ოთახში, განათების ხარჯზე, მშვიდი ატმოსფერო ექნება შექმნილი.  


























1 comment: